გაკვეთილის გეგმა

178-ე საჯარო  სკოლა  მუსიკის  მასწავლებელი: 
მზია  კელაპტრიშვილი





 გაკვეთილის  მთავარი თემა


   როგორ  ავაგოთ  მაჟორის  პარალელური   მინორი?
 სწავლების საფეხური

 VI-კლასი


 მოსწავლეთა პროფილი

   25-მოსწავლე
   სსსმ მოსწავლე არ არის კლასში


 გაკვეთილის მნიშვნელობა/აქტუალობა
  ეს გაკვეთილი აქტუალურია იმით , რომ  მოსწავლეები გაიგებენ, რომ ყველა  მაჟორულ  ტონალობას   აქვს   თავისი   პარალერული   მინორი. გაიგებენ  რომ  მუსიკაში  მხიარულ  ნათელ  ტონალობასთან  ერთად  არსებობს-სევდიანი  მინორული   ტონალობები.
  


 გაკვეთილის მიზნები და შედეგები


მოსწავლეები გაიგებენ რომ, მუსიკაში არსებობს სხვადასხვა  ტონალობები,  როგორიცაა:მაჟორული და მინორული , მუსიკალური ბგერების მეშვეობით ააგებენ მაჟორულ და მინორულ ტონალობებს ასევე
შეისწავლიან ალტერაციის ნიშნებს ძიეზს და ბემოლს.
მუს.VI.1.  მოსწავლეს შეუძლია იმპროვიზაციულ სავარჯიშოებში  მონაწილეობა.

VI.4. მოსწავლეს შეუძლია მუსიკალური დამწერლობის ნასწავლი  ნიშნების ამოცნობა და ჩაწერა.
  
 წინასწარი ცოდნა

მოსწავლეებმა უნდა იცოდნენ სანოტო სისტემის აგება .ნოტების ამოცნობა და მათი განლაგება სანოტო სისტემაზე, ხაზებზე და ხაზებს შორის.მუსიკალური ბგერების გამღერება, მყარი და მერყევი ბგერების სიმღერა და გადაწყვეტა. სანოტო სისტემაზე დო მაჟორის და სოლ მაჟორის აგება.

 შეფასების საგანი და პროცედურები



გამოყენებული იქნება წერითი დავალებები ასევე ზეპირი პასუხები.
შეფასებისას გამოვიყენებ როგორც განმსაზღვრელ ასევე განმავითარებელ შეფასებას.
შედეგები
1-2ქ
3-4ქ
5-6ქ
7-8ქ
9-10ქ
ინფორმაციის გახსენებაზე ორიენტირებული დავალებები
ვერ ასახელებს მუსიკალურ ტერმინებს
იშვიათად ასახელებს მუსიკალურ ტერმინებს
უჭირს ტერმინების განმარტება გამების აგება.
იხსენებს ინფორმაციას
შეძენილ ინდივიდუალურ ცოდნასთან ერთად თავადაც მოიძიებს მასალას აგებს მაჟორულ ტონალობებს სრულყოფილად.
ცოდნის სიღღმეზე ორიენტირებული დავალებები(ღია კითხვები)
ვერ პასუხობს
ბუნდოვანია თავს არიდებსდასკვნების გაკეთებას,გაანალიზებას
მხოლოდ ნაწილობრივაა გასაგები
გამოთქვავს საკუთარ აზრს
შეუძლია კავშირების დამყარება,გაანალიზება,შეფასება
შემოქმედებითი უნარების განვითარება
არ მონაწილეობს
იშვიათად ერთვება
ზოგჯერ ერთვება
ცდილობს
 ძალიან აქტიურია



 სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები

სახელმძღვანელო, სანოტო რვეული, ფანქარი, საშლელი , დაფა, ცარცი .     .
კომპიუტერული  პროგრამა (მაგ., MS Word, PowerPoint და ..).




 გაკვეთილის მსვლელობა
 ფაზა I (A)

 აქტივობებიI:წინარე ცოდნის გააქტიურებისთვის კითხვების დასმა-15წთ.
 1.რამდენი მუსიკალური ბგერა ვიცით .გავიმღეროთ ეს ბგერები
 2.სად ვწერთ მუსიკალურ ბგერებს.
 3.ავაგოთ სანოტო სისტემა და განვათავსოთ ბგერები ხაზებზე და ხაზებს  შუა.

 4. როგორი ბგერები არსებობს-მყარი და მერყევი

 5. გავიმღეროთ მყარი და მერყევი ბგერები და გადავწყვიტოთ ისინი

 6. რამდენი და როგორი ტეტრაქორდი არსებობს მუსიკაში განვმარტოთ ტეტრაქორდი

 7. ავაგოთ დო მაჟორი და სოლ მაჟორი და მოვნიშნოთ ტეტრაქორდები

 8. რამდენი მუსიკალური საგასაღებო ნიშანი ვიცით-განვმარტოთ ისინი
ჰ8
 ფაზა II (B)

 წინარე ცოდნაზე დაყრდნობის საფუძველზე მოსწავლეებს ვუხსნი ალტერაციის ნიშნებს: ძიეზს და ბემოლს რომლებსაც ვიყენებთ მაჟორის პარალელური მინორის აგების დროს.ამის შემდეგ მოსწავლეები ინდივიდუალურად გამოდიან დაფასთან და ჩემი დახმარებით აგებენ მინორულ ტონალობებს კერძოდ -ლა მინორს და მი მინორს 15წთ.

 ფაზა III (C)

 გაკვეთილის შეჯამებისთვის კლასს ვყოფ  ოთხ ჯგუფად: ორ ჯგუფს -ვაძლევ დავალებას: ააგონ დო მაჟორი და სოლ მაჟორი- ხოლო დანარჩენ ორ ჯგუფს- ააგონ ლა და მი მინორი 10წთ.
VI შეფასება-2წთ.
VII საშინაო დავალების მიცემა: სახლში ააგეთ ლა მაჟორი და მისი პარალელური მინორი.-3წთ

No comments:

Post a Comment