პროექტი



1.     პროექტის  სახელწოდება:  როგორ  გავხადოთ  პოპულარული  კლასიკური მუსიკა საჯარო სკოლაში.
2.      პროექტის  მთავარი  იდეა ( თემა) 1-2 წინადადებით: დავუბრუნოთ და ვაზიაროთ ახალგაზრდა თაობა კლასიკურ მუსიკას.
3.     პროექტის  აქტუალობა: პროექტი აქტუალურია იმიტომ, რომ ახალგაზრდა თაობა მოკლებულია იმ სულიერ საზრდოს და არ ცნობს იმ მდიდარ საგანძურს რასაც იძლევა კლასიკური მუსიკა.
4.      პროექტის  მიზნები: ვაზიაროთ ახალგაზრდა თაობა პოპულარულ კლასიკურ მუსიკას.
5.      მონაწილეთა  ასაკი: VIII-IX კლასის მოსწავლეები.
6.      ვადები / ხანგრძლივობა: ორი თვე.
7.      მოსალოდნელი  შედეგები /  პროდუქტები, რაც  შეიძლება  შეიქმნას: შეიქმნება მოხალისე ნორჩ მუსიკოსთა ჯგუფი რომლებიც პოპულარიზაციის მიზნით  რეკლამას გაუკეთებენ კლასიკურ მუსიკას დაგეგმავენ შეხვედრებს ცნობილ მუსიკოსებთან მოაწყობენ ჯგუფურ დასწრებას სხვადასხვა საოპერო სპექტაკლებზე და კლასიკური მუსიკის კონცერტებზე.
8.      პროექტისათვის  საჭირო  ძირითადი  რესურსები: პედაგოგები, მოსწავლეები, რესპოდენტები, კალამი, ფურცელი, საკონცერტო დარბაზი, კომპიუტერები.
9.      პროექტის  მსვლელობა ( ძირითადი  აქტივობები): სამიზნე ჯგუფის შექმნა, ჯგუფის  მიზნების განსაზღვრა, ჯგუფის სამოქმედო გეგმის შემუშავება და ვადებში გაწერა, რესპოდენტის შერჩევა, ინტერვიუსთვის საჭირო კითხვარის შედგენა, რესპოდენტთან შეხვედრის ადგილისა და თარიღის შეთანხმება, სკოლაში შეხვედრის ორგანიზება, სპექტაკლებზე დასწრების დაგეგმვა,პრეზენტაცია.
10.   საგნებთან / საგნობრივ  ჯგუფებთან / ეროვნულ  სასწავლო  გეგმასთან  კავშირი: ამ პროექტის მეშვეობით დამყარდება სხვადასხვა საგნებთან კავშირი, კერძოდ: ხელოვნებასთან, ქართულთან, ისტორიასთან. ხელოვნებაში განუვითარდებათ შემოქმედებითი უნარ-ჩვევები,ქართულში ჩამოუყალიბდებათ წერისა და კითხვის და სწორი მეტყველების კულტურა, ხოლო ისტორიაში კულტურულ მოვლენებს განიხილავენ ისტორიულ კონტექსტში.
11.   პროექტის  ხელმძღვანელი (მასწავლებელი): მზია კელაპტრიშვილი.
12.   ხელმძღვანელის  ელ.ფოსტა: mziakelaptrishvili@gmail.com
პროექტის  ვებ-გვერდი/ბლოგი: http://mziakela.blogspot.com/

No comments:

Post a Comment